მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა - უთხრა ნიკა მელიამ მასთან საპატიმროში...

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა – უთხრა ნიკა მელიამ მასთან საპატიმროში შესულ სალომე სამადაშვილს

Published on

პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას საპატიმროში შეხვდა. მისი თქმით, მელიას მთავარი გზავნილია, რომ დღეს ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთობა.

“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ნიკა არის ძალიან მხნედ. არის ძალიან კმაყოფილი იმით, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა. მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა და ჩვენ მასთან ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება ამ შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე გიორგის გარდა, ვნახავთ ნიკასაც”, — განაცხადა სამადაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

.სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ნიკა მელია საპატიმროს მალე დატოვებს.

„ ვფიქრობ, ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, იყო როგორც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ის, თუ როგორ ვაფასებ მე ამ ვითარებიდან გამოსავლის გზას. ერთი პოლიტპატიმარი უკვე გათავისუფლდა, დიდი იმედი მაქვს, მალე ჩვენ მეორესაც გავათავისუფლებთ“,-აცხადებს სამადაშვილი.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...