მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: კრიზისის განმუხტვისათვის საჭიროა პოლიტიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია

მიხეილ სააკაშვილი: კრიზისის განმუხტვისათვის საჭიროა პოლიტიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის შესვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა. მისი განცხადებით, იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი მართლაც განიმუხტოს, საჭიროა პოლიტიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია.

“საჭიროა სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობების, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია, ენმ-ს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე, იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა, რომელიც არის კანონიერი და ბოლომდე დასაბუთებული.

მეორე, უნდა შეწყდეს პოლიტიკურ დევნა უამრავი ადამიანის, მაგალითად ნამახვანის აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების, იგივე გიორგი მუმლაძის, უამრავი სხვა ადამიანის. […]

და მესამე, მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემ მხარდამჭერებთან, ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  ყველა შემთხვევაში ჩამოვა საქართველოში და ყველა შემთხვევაში იქნება ქართველი ხალხის გვერდით. ის მოუწოდებს ყველა პარტიას ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...