მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,შეთანხმების შესრულება ერთი ადამიანის ნება-სურვილზე არ და ვერ იქნება დამოკიდებული" - ანრი...

,,შეთანხმების შესრულება ერთი ადამიანის ნება-სურვილზე არ და ვერ იქნება დამოკიდებული” – ანრი ოხანაშვილი

Published on

ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ერთი ადამიანის “ნება-სურვილზე არ და ვერ იქნება დამოკიდებული” შეთანხმების შესრულება. მისი თქმით, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შესრულდეს და შესრულდება. ამის შესახებ მან ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დაგეგმილი მორიგი შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.

“ერთი ადამიანის ნება-სურვილზე, რა თქმა უნდა, არ და ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება. შეთანხმების შერულებასთან დაკავშირებით ყველა ხელმომწერმა პარტიამ აიღო ვალდებულება, ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომ შევძლოთ ახალი ხარისხის თანამშრომლობაზე გადასვლა და ამისთვის ხელი უნდა შევუწყოთ დეპოლარიზაციას. ამისთვის ერთ-ერთი პუნქტი არის ამნისტიის აქტის მიღება. ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული.

ყველა ხელმომწერმა მხარემ აიღო ვალდებულება და იკისრა პასუხისმგებლობა, რომ უნდა გამოიცეს ამნისტიის აქტი. ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შესრულდეს და ეს შესრულდება”, — თქვა მან.

დღეს, 26 აპრილს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ის მზადყოფნას გამოთქვამს ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოთი გათავისუფლებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...