მთავარისიახლეებისაზოგადოებამიშელის შეთანხმების მიუხედავად, იუსტიციის საბჭომ უზენაესის კანდიდატებთან გასაუბრება ჩანიშნა

მიშელის შეთანხმების მიუხედავად, იუსტიციის საბჭომ უზენაესის კანდიდატებთან გასაუბრება ჩანიშნა

Published on

იმ ფონზე, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმებაში, სასამართლო სისტემის რეფორმისა და მოსამართლეების დანიშვნის შეჩერების აუცილებლობაზეა საუბარი და ვადებიც გაწერილია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრება ჩანიშნა .

დღეს, 14:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატს მოუსმენენ. საბჭოს ცნობით, გასაუბრება საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამირან ძაბუნიძესთან გაიმართება.

“უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა” – ნათქვამია მიშელის შეთანხმებაში, რომელსაც “ქართული ოცნება” და ოპოზიციის ნაწილი აწერს ხელს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...