მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს არის არსებული ჩიხიდან ნაყოფიერი გამოსვლისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი-ნაჩო სანჩე

ეს არის არსებული ჩიხიდან ნაყოფიერი გამოსვლისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი-ნაჩო სანჩე

Published on

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი „ქართული ოცნების“ მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას მიესალმება, რომ პარტია კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.

„ბოლოს და ბოლოს კარგი ამბავია საქართველოდან. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ევროპული საბჭოს დესპანის მიერ წარდგენილ შეთანხმებას. ეს არის არსებული ჩიხიდან ნაყოფიერი გამოსვლისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ნაბიჯს სხვა დაინტერესებული მხარეებიც მიყვებიან“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა.

სიახლეები

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...

ფონიჭალაში, კორპუსში აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ფონიჭალაში, სადაც გუშინ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო...

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...