მთავარისიახლეებისაზოგადოებაენგურში დაღუპულ ცოლ-ქმარს ოკუპირებულ გალში დღეს დაკრძალავენ

ენგურში დაღუპულ ცოლ-ქმარს ოკუპირებულ გალში დღეს დაკრძალავენ

Published on

მდინარე ენგურში 7 აპრილს ოთხ დაღუპულთაგან, ცოლ-ქმარს ჯონი გვალიას და მაყვალა გამისონიას, დღეს მშობლიურ ოკუპირებულ სოფელ წარჩეში დაკრძალავენ. “ოდიშინიუსს” გარდაცვლილის მეზობელი უყვება, რომ იმ დღს ენგურზე გადასვლას კიდევ რამდენიმე ადამიანი ცდილობდა, თუმცა, ისინი უკან დაბრუნდნენ:

“”ეს ოთხი წინ მიდიოდა, თაგილონთან და უკვე შამგონის საზღვარზე მდინარე ენგურის სიღრმე დაბალია,პირველად ხომ არ გადმოჰყავდა მდინარეში დაღუპულ თამაზ ბასლანძეს ეს ადამიანები… მან ეს გზა მშვენივრად იცოდა და რას იფიქრებდნენ, ეს სავოდავები წყალი რომ უსწრაფესად მოიმატებდა და ამათ გაიტაცებდა. იმ სამმა,რომლებიც მათგან მოშორებით იყვნენ,გაუმართლათ. მათ ეხლაც ჩაესმით მდინარეში ჩავარდნილი ოთხი ადამიანის განწირული ხმა,რომლებიც შველას ითხოვდნენ”, – ამბობს ის. მდინარე ენგურის ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე 7 აპრილს ემსხვერპლა. ეს ადამიანები სხვადასხვა საჭიროებისთვია რისკის ფასად ე.წ. ფონით გადმოდიოდნენ, რადგან წელიწადზე მეტია ენგურის ხიდი ჩაკეტილია და იქიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულებს 5 დღიანი კარანტინის გავლა უწევთ.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...