მთავარისიახლეებიპოლიტიკაგალიდან გადმოსული 49 წლის თენგიზ მელია დისკრიმინაციული კარანტინის შიშით ნათესავს შეეკედლა...

გალიდან გადმოსული 49 წლის თენგიზ მელია დისკრიმინაციული კარანტინის შიშით ნათესავს შეეკედლა და სამედიცინო დახმარების გარეშე დაიღუპა

Published on

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საბჭო ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედ რეგულაციებზე გადაწყვეტილებას არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად უახლოეს პერიოდში მიიღებს.

“საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედ რეგულაციებზე და გადაწყვეტილებას არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად უახლოეს პერიოდში მიიღებს”, — აცხადებს ღიბრაძე

ამასობაში კი დისკრიმინაციულ კარანტინს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება

,,გუშინ აფხაზეთიდან ზუგდიდში სამკურნალოდ გადმოსული და იძულებით კარანტინში გაგზავნილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გარეშე დაიღუპა. 49 წლის თენგიზ მელია, ნათესავის სახლში თვითიზოლაცის დროს გარდაიცვალა. – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ,,მთავარი არხი”მ რომელიც წყაროდ ასახელებს მოძრაობას ,,საქართველოსთვოს ” – ნათქვამია ინფორმაციაში.

მმართველი პარტიის ლიდერები მედიასთან დუმილს ამჯობინებენ. აპირებს თუ არა სახელისუფლებო გუნდი ხუთდღიანი კარანტინის მოხსნას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამ დრომდე უცნობია, სამოქალაქო აქტივისტები კი საქართველოს ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას კარანტინის მოხსნამდე აპირებენ. 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...