მთავარისიახლეებისაზოგადოებანამოხვანში ჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავი მოიკლა

ნამოხვანში ჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავი მოიკლა

Published on

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავი მოიკლა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადიდებულ რიონში გადახტა.

როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებმა „რეგინფოს“ უთხრეს, მამაცაცი, რომელმაც თავი მოიკლა, მეგობართან ერთად, ნამოხვანში, სავარაუდოდ, გუშინ, თბილისიდან ჩავიდა და კარავში მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. ამიტომ, აქტივისტები მას კარგად არ იცნობდნენ. დაახლოებით ერთი საათის წინ, მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და დაუბარა, რომ ტელეფონი მისი მეგობრისთვის მიეცათ, რის შემდეგაც წყალში გადახტა.

მდინარე რიონი ადიდებულია. იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი დინებამ წაიღო. ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ.

უცნობია, როგორ მოახერხეს თბილისიდან ჩასულმა პირებმა ნამოხვანში შეღწევა, რადგან ერთი კვირაა პოლიციას ჩაკეტილი აქვს რიონის ხეობაში შესასვლელები როგორც ქუთაისის, ასევე, ცაგერის მხრიდან და გადაადგილების უფლებას მხოლოდ ჟურნალისტებსა და იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს აძლევენ, ვინც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობას მხარს არ უჭერენ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ის დღეს თბილისში იმყოფებოდა რამდენიმე აქტივისტთან ერთად, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ მიიღეს მონაწილეობა.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მაკა სულაძის ინფორმაციით, კარავში „რეალურ სივრცეს“ უყურებდნენ, რა დროსაც ყვირილი გაიგეს. „ყველანი გარეთ გავვარდით. ბიჭი მდინარეში იყო გადამხტარი. მიშველებას ცდილობდნენ, თოკიც გადააგდეს, წყალშიც ჩახტნენ, მაგრამ თითქოს საპირისპირო მხარეს მიცურავდა. ყვირილზე პოლიციელებიც მოვიდნენ მაშინვე. აქ იყვნენ, გზაზე დგანან. ვერაფერი ვუშველეთ. ვისთან ერთადაც ის ნამოხვანში ჩამოვიდა, ის ბიჭი პოლიციელებს ჰყავთ მომხდარის შემდეგ. მასთან გასაუბრების შესაძლებლობა ჯერ არ მოგვცემია“.

წყარო: რეგინფო

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...