მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას დღეს არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა.

იგი ევროკავშირის მედიაციით საქართველოში გამართულ მოლაპარაკებების ორ რაუნდს გამოეხმაურა და თქვა, რომ ევროკავშირისგან ყველა დიდი მხარდაჭერა მივიღეთ მაგრამ  “საკმარისად ვერ გავიაზრეთ და დავაფასეთ ”

 დათმობაზე ორივე მხარე უნდა წასულიყო, თუმცა კომპრომისის გამბედაობა არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ ეყო.

“უმწვავესი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას, მათი პოზიციების დაფიქსირებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პოპულიზმითა და მოკლევადიანი პოლიტიკური ლოზუნგებით კი არა, შეჯერებული პოზიციებით და გონივრული კომპრომისებით გადაწყდეს ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტები.  ამ საკითხებისადმი მიდგომა წარმოაჩენს პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებელობას ქვეყნის მიმართ”, – თქვა მან.

“ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული “დეტალები”. და იმედი მაქვს რომ ეს მოხდება”.

“ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან – იმით იმხნევებს თავს, რომ არ “დათმო” პრინციპები… თუმცა ორი კატეგორიის პრინციპი არსებობს: ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება, და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას. 

ასეთი პრაგმატული და დაბალანსებული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა  კვლავ იძლევა შეთავაზებული ტექსტი,  რომელსაც სრულად ვუჭერ მხარს. და დღეს, 9 აპრილის მაგალითზე დაყრდნობით, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე.9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით, მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, რომ თუ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებაც, რომელიც არის ერთიანობა, სიდინჯე, დამოუკიდებლობის ბოლომდე შეგნება

მჯერა, რომ დავფიქრდებით და მივხდებით: ჩვენი საერთო მომავალი სასწორზე დევს, არავის მარცხი არავის გამარჯვება არ იქნება,  ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა – შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის!” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.”ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული “დეტალები”. და იმედი მაქვს რომ ეს მოხდება”. 

მისი თქმით, “მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს, ხელისუფლებას, რომ სიფრთხილე გამოეჩინა, “არ მივიღებდით პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვასა და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან”.

პრეზიდენტი ასევე ეგნურის ხიდზე მომხდარ ტრაგედიასა და ოკუპაციას შეეხო. მისი თქმით, ოკუპაცია არ უნდა იყოს სპეკულირების თემა და არ უნდა ისმოდეს აბსურდული ბრალდებები ერთმანეთის მიმართ.

პრეზიდენტი შეეხო საგარეო ურთიერთობებთან კონტექსტში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც და თქვა, რომ აუცილებელია ელჩი კიევში დააბრუნონ.”არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტმა ილაპარაკა ეპიდსიტუაციაზეც:სიფრთხილე გვმართებს ყველგან – ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში, წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე. მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის, თითოეული მოქალაქეს შეგნებაზე, პირბადეს ტარებაზე, დროულ ვაქცინაციაზე და გაფრთხილებაზე გადის ჩვენი საზოგადოების ბედი.– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...