მთავარისიახლეებიპოლიტიკასაერთაშორისო პარტნიორების გაცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის საფინანსო...

საერთაშორისო პარტნიორების გაცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის საფინანსო დახმარების მისაღებად

Published on

ევროკავშირი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება არის ერთ-ერთი პირობა საქართველოსთვისსაფინანსო დახმარების მისაღებად. ამავდროულად ისინი იმედგაცრუებას გამოთქვამენ საქართველოში მოსამართლეთა შერჩევის წესის ნაჩქარევად შემუშავებისა და მიღების გამო.

“ამიტომ ევროპის კავშირი დაჟინებით ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოსთხოვოს ვენეციის კომისიას იმის შეფასება, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები, მათ წინა რეკომენდაციებს. ახალი წესები, რომელსაც ვენეციის კომისია დამტკიცებს, ერთნაირად უნდა გამოიყენებოდეს ყველა განმცხადებელზე.

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლო, საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, დაკომპლექტდეს უმაღლესი პროფესიონალური დონისა და კეთილსინდისიერების მოსამართლეებისგან. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა არის პირობაც მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანშის გამოსაყოფად”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ფინანსური დახმარების საკითხს გამოეხმაურენ. პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, ეროპარლამენტარებმა საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერება მოითხოვეს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....