მთავარისიახლეებისაზოგადოება"კარანტინი გვახრჩობს" - გალელი ახალგაზრდების აქციას ხვალ ზუგდიდიც შეუერთდება

“კარანტინი გვახრჩობს” – გალელი ახალგაზრდების აქციას ხვალ ზუგდიდიც შეუერთდება

Published on

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან, 13:30 საათზე გაიმართება აქცია. “ჩვენ ვარსებობთ””ვსწავლობთ ქართულად, ვაზროვნებთ ქართულად, ვფიქრობთ ქართულად””კარანტინი გვახრჩობს!” “ენგური საზღვარი არ არის!””აფხაზეთში ჩემი სახლია”- ესაა ის მთავარი გზავნილები, რასაც აქციის მონაწილეები გააჟღერებენ.

“ვისაც გვტკივა აფხაზეთი და პანდემიის შემდგომ იქ განვითარებული მოვლენები, ვისაც გვტკივა გუშინდელი ტრაგედია, რომელიც არის მთლიანად საქართველოს ტრაგედია, ვისაც გვტკივა 5დღიანი კარანტინი ჩვენივე მოქალაქეებისთვის… ხვალ ზუგდიდშიც ვუერთდებით გალელი ახალგაზრდების აქციას!”- წერია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქცია თბილისში გალელმა ახალგაზრდებმა დააანონსეს.

სიახლეები

დაკავებული აქციის მონაწილეების რიცხვი 23-მდე გაიზარდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23-ამდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით...

ერდოღანის თქმით, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთთან შეხვედრისთვის ჯერ მზად არ არიან

რეჯებ ტაიფ ერდოღანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩინეთში და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან...

შსს აცხადებს, რომ აქციის 16 მონაწილე დააკავა

შსს აცხადებს, რომ აქციაზე 16 პირი დააკავა, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, სტრანსპორტის სავალ ნაწილზე...

სად არის სახალხო დამცველი?! მოვუწოდებ, იმოქმედოს! – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ სახალხო დამცველი დუმს და უმოქმედოდაა საზოგადოების უფლების...