ენგურში დამხრჩვალ 3 ადამიანს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს გადაასვენებენ

0
476

ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას დაღუპულ ოთხივე ცხედარს წუხელ გვიან ღამით ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ესპერტიზა ჩაუტარდა. ერთმათგანი უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს, ხოლო დანარჩენი სამი ზუგდიდში ნათესავის სახლშია დასვენებული და მათი გადასვენება ენგურის ცენტრალური ხიდიდან უახლოეს საათებში მოხდება. გუშინ, მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია. ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად, სოციალური დახმარებისა და ერთ-ერთი ოჯახისთვის, რომელსაც შვილიშვილი შეეძინა, საჩუქრების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წინა სტატიამარტვილის მე-2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
შემდეგი სტატია“5 დღე უნდაო ცნობის გაცემას”- ენგურში ნაპოვნი 3 ცხედრის გადასვენება ოკუპირებულ გალში ამ დრომდე ვერ ხერხდება [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური