მთავარისიახლეებიპოლიტიკაფონ კრამონი: საქართველო იმაზე შორსაა EU-ს წევრობისგან, ვიდრე წარმოგვიდგენია

ფონ კრამონი: საქართველო იმაზე შორსაა EU-ს წევრობისგან, ვიდრე წარმოგვიდგენია

Published on

ევროპარლამენტარმა,  ფონ კრამონმა  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ონლაინ შეხვედრაზე თქვა, რომ საქართველო დღეს შორის არის ევროკავშირის წევრობისგან, რადგან წლების განმავლობაში ქვეყანა უკან მიდის.

“ვისურვებდი უფრო ახლოს ვიყოთ, გულწრფელად, საქართველო იმაზე უფრო შორსაა ვეროკავშირის წევრობისგან, ვიდრე ჩვენ წარმოდგენ. მას შემდეგ, რაც ბევრჯერ ვესტუმრე საქართველოს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი შესამჩნევლად უკან მიდის გასული წლების განმავლობაში. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ხელისუფლებასა და პარლამენტში გაუგებარია, ამიტომ ბევრი სტრუქტურა არ არის ისეთივე ცხადი, როგორიც იყო ადრე.

როდესაც გაჩნდება ძალის განაწილების, კომპრომისზე წასვლის ნება და ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს გაუჩნდება გრძნობა, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება წევრობაზე საუბარი სულ მცირე ევროპული პარლამენტისგან, თუმცა ეს ჩემი პირადი შეფასებაა”. – ამბობს ფონ კრამონი 

ფონ კრამონის შეეხო ფინანსური დახმარების და ზოგადად ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხსაც და თქვა, რომ მათ ისეთი პარტნიორი სჭირდებათ, რომელიც მზადაა მიიღოს ეს დახმარებები და გაანალიზოს მათი მნიშვნელობა.

“ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვითმენდით, ისე, რომ ცოტათი დავაგვიანეთ კიდევაც ჩვენი განცხადებით ჩვენს შეშფოთებასთან დაკავშირებით, ეს არის დასაწყისი. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გეზს, თუმცა ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც მზად იზნებიან მიიღონ ჩვენი დახმარება და გაანალიზონ მხარდამჭერა ფინანსური ან სხვა რაიმე დახმარების გზით”. – ამბობს ფონ კრამონი

ამასთან ერთად, ფონ კრამონმა თქვა, რომ ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტაზე პარლამენტში კიდევ იქნება საუბარი და ეს არ იქნება მხოლოდ ცაკლეული წევრების აზრი, არამედ ერთიანი, თანმიმდევრული ხედვა. 

“ჩვენ კიდევ ვიმსჯელებთ ფინანსურ დახმარებაზე, რას ვიზამთ, რა სახის პირობას ჩავდებთ, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ ინდივიდუალური წევრების აზრი, არამედ პარლამენტის ერთობლივი, თანმიმდერული შეხედულება, აუცილებელია იმის თქმა, რომ ეს არ არის ჩვენი სურვილი, რომ ასეთი მკაცრი ენა გამოვიყენოთ, საქართველოდან იყო პროვოკაცია”.- ამბობს ფონ კრამონი 

სიახლეები

თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ახალგორელი აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში...

რა მოხდა ზედა ეწერში – სასტიკი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმა და განხილვა....

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ეისკის ავიაბაზაზე რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა. ეს თვითმფრინავი...

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ყველა კეთილი ნების ადამიანს...