მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: "თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომედავოთ მე? გული მერევა ...

მიხეილ სააკაშვილი: “თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომედავოთ მე? გული მერევა ივანიშვილის შნირებზე, და ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით

Published on

“ერთი მხრივ გული მერევა, როდესაც ვუყურებ ივანიშვილის შნირებს, ამ მართლა ავადმყოფ არარაობებს და მეორე მხრივ ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით, ჩვენი პატრიოტული სულით და ჩვენი ქართველობით”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტსა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

მისი თქმით, მთავარი პოზნერი კი არა, მის დელეგაციაში მყოფი პირებია, რომლებიც “ჰიბრიდული ომის ყველაზე წინა ხაზზე მებრძოლები, და უბრალოდ ჯარისკაცები კი არა, გენერლები არიან”.

“დელეგაციაში იყო ტასის გენერალული დირექტორი – “ტასი” ეს არის ოფიციალური სააგენტო რუსეთის მთავრობის, რომელიც ამართლებს ყველა უმსგავსობას, რაც ჩადენილია საქართველოს და სხვა მეზობლების წინააღმდეგ. “სპუტნიკი” – ეს არის სპეციალურად შექმნილი რადიო, რომელსაც ივანიშვილმა მისცა ლიცენზია საქართველოში მაუწყებლობის და რომელიც აკრძალულია უკრაინაში, რომელიც ემსახურება ძირგამომთხრელ საქმიანობას და იმის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვიდა”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, პოზნერი ძველი “კგბ”-შნიკი და საქართველოს დაუძინებელი მტერია. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, “ბიძინა ივანიშვილისთვის ასეთი ადამიანები ორგანულია”.

“დააკვირდით ივანიშვილის ბოტებმა რა ამბავი ატეხეს, დღეს სტუმარია ის ჩვენი, ვაჟა ფშაველა.. რა სტუმარია? სტუმარი არ არის ეს. ესაა ის ადამიანი, რომელიც გორბაჩოვთან ერთად გამოაგორა პუტინმა 2008 წელს. იმიტომ, რომ დასავლეთში რაღაც სახელი ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი. ესაა ძველი კაგებეშნიკი. საქართველოს დაუძინებელი მტერი… სტუმარს უნდა მოვექცეთ, როგორც სტუმარს, მტერს როგორც მტერს. მტერი, რომელიც შემოდის ქვეყანაში სტუმარი არ ხდება, იმის გამო, რომ აქვს ვიზა”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი”ქართულ ოცნებას” მათი განცხადებების პასუხად მიმართავს:

“თქვე საცოდავებო რამდენი უნდა მომედავოთ მე? რამდენი წელია არ მიშვებთ ქვეყანაში და კიდე მე მეზომებით, ეს ხომ ნიშნავს, რომ არარაობები ხართ, არავინ არ ხართ. ეს ხაზს უსვამს თქვენს სიპატარავეს. იმას, რომ თქვენ არ გიყვართ საქართველო, თქვენ გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა. თქვენ ხართ მოღალატეები საქართველოსი”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...