მთავარისიახლეებისამართალისაქმიანობის უკანონოდ შეჩერებისთვის იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას 12 800 ლარი უნდა...

საქმიანობის უკანონოდ შეჩერებისთვის იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას 12 800 ლარი უნდა გადაუხადოს

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრომ, ბაჩანა შენგელიას საქმიანობის უკანონოდ შეჩერების გამო, 12 800 ლარი უნდა გადაუხადოს. 

ინფორმაციას Facebook-ზე თავად შენგელია ავრცელებს. 

“ალბათ გახსოვთ ზაფხულში იუსტიციის მინისტრმა საქმიანობა რომ შემიჩერა. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, უკანონოდ ცნო სანოტარო საქმიანობის შეჩერება და იუსტიციის სამინისტროს დააკისრა ზიანის სახით 12 800 ლარის ანაზღაურება.

მიმაჩნია, რომ საქმიანობის შეჩერება იყო იმ დევნის კამპანიის გაგრძელება, რაც ჩემი ოჯახის მიმართ ხორციელდება და რასაც დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამიტომ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, აღნიშნული თანხა ჩაირიცხება ,,ია კერზაიას სახელობის, განათლების განვითარების ფონდში”, რომელიც 2019 წელს დავაფუძნეთ და ფონდის მეშვეობით მოხმარდება იას უსაყვარლეს საქმეს – ქ. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეების განათლების ხელშეწყობას”. – წერს შენგელია.

ბაჩანა შენგელიას 2020 წლის 20 ივნისს იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა Faceboook-ზე გამოქვეყნებული კრიტიკული პოლიტიკური შეფასებების გამო შეუზღუდა.

1-ელ ივლისს სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს შენგელიასთვის სანოტარო სისტემებზე წვდომის აღდგენა  დაავალა. წულუკიანის უწყებამ სასამართლოს გადაწყვეტილება 15 დღის შემდეგ შეასრულა.

ბაჩანა შენგელია ია კერზაიას შვილია, რომელიც ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტრორი იყო. კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე ლაპარაკობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...