ველოსიპედების ქურდები რუსეთის საკონსულოდან სტრასბურგში

0
212

სტრასბურგში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი, მძღოლი, მოპარული ველოსიპედებით ვაჭრობის საქმეზე დააკავეს. პოლიციამ ის მაშინ დააკავა, როცა ცდილობდა დიპლომატიური მისიის შენობის წინ ერთ-ერთი ველოსიპედი სამართალდამცველებისთვის მიეყიდა, რომლებიც თავს მყიდველებად აჩვენებდნენ.

გამოძიება თებერვალში დაიწყო, როდესაც სტრასბურგის მერის მოადგილეს ალენ ფონტანელს ელექტრონული ველოსიპედი მოპარეს. ფონატანელის თანახმად, რამდენიმე დღის შემდეგ მან თავისი ველოსიპედი მეორადი ნივთების გასაყიდ პოპულარულ პლატფორმაზე, Leboncoin-ზე იპოვა. მერის მოადგილემ ქურდობის შესახებ პოლიციაში განაცხადა. პოლიციის თანამშრომლებს გამყიდველი შეხვედრაზე რუსეთის საკონსულოს სამსახურეობრივი შესასვლელის წინ შეუთანხმდნენ. შეხვედრაზე მისულ პოლიციელებს მან ველოსიპედის შესყიდვის შესახებ გაყალბებული ანგარიშფაქტურა წარუდგინა, რომელსაც დიპლომატიური მისიის ბეჭედი ჰქონდა.

ეჭვმიტანილი საკონსულოს მძღოლი აღმოჩნდა. მას დიპლომატიური იმუნიტეტი არ ჰქონდა და პოლიციამ ის დააკავა. 24 საათის შემდეგ ის გამოუშვეს, მაგრამ როცა პოლიციამ მოინდომა ის ხელმეორედ დაეკითხა, აღმოჩნდა, რომ მან საფრანგეთი უკვე დატოვა. ფრანგული მედიის, France Blue-ს თანახმად, საკონსულოში პოლიციას უთხრეს, რომ რუსეთში ეჭვმიტანილი რუსეთში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნდა.

საიტ Lebencoin-ის შესწავლის საფუძველზე სამართალდამცველები ამბობენ, რომ 2020 წლის იანვარში ეჭვმიტანილმა ველოსიპედების გაყიდვის შესახებ დაახლოებით 300 განცხადება გამოაქვეყნა. ვაჭრობიდან მისი მთლიანი შემოსავალი, შესაძლოა, 100 000 ევრო იყოს. პოლიციამ მის დაკავებაზე ორდერი გამოსცა.

წინა სტატიაჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაცენზურა წულუკიანურად: თუ თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, შევეცდები გავიგო, საიდან მოდის მისი განსხვავებული აზრი “
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური