მთავარისიახლეებიკულტურაცენზურა წულუკიანურად: თუ თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, შევეცდები გავიგო,...

ცენზურა წულუკიანურად: თუ თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, შევეცდები გავიგო, საიდან მოდის მისი განსხვავებული აზრი “

Published on

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პოსტ ტვ-ის ეთერში ისაუბრა მის სამომავლო გეგმებზე კულტურის სამინისტროში. 

თეა წულუკიანმი ამბობს, რომ კულტურის სფეროშიც მისი დამოკიდებულება სხა პარტიის მხარდამჭერ დასაქმებულების მიმართ არ შეიცვლება:  “თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის” – ამბობს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანი შეეხო იუსტიციის სამინისტროში  გატარებულ წლებსაც და თქვა, რომ მან თავისი მისია შეასრულა, ვინაიდან მის კადრებს “წულუკიანის კადრებს” არ ეძახიან, ამასთან ერთად მინისტრმა ისიც თქვა, რომ პოლიტიკით დაკავებულ პირებს სამსახური დაატოვებინა.

“ჩემი მისია შევასრულე, თუ ჩემს მოსვლამდე არაერთ თქვენგანს გეძახდნენ ადეიშვილის კადრებს, მე რომ წამოვედი არცერთ მათგანს ეს ეტიკეტი აღარ ჰქონდა და ვერცერთს ვერ ეძახიან წულუკიანის კადრს. ისინი ჩემი მმართველობის პერიოდში იქცნენ საქართველოს საჯარო მოხელეებად და შეერივნენ ახალ კადრებს. მაგრამ ის, ვინც იყო პოლიტიკით დაკავებული, რა თქმა უნდა, დავატოვებინეთ სისტემა”. – ამბობს თეა წულუკიანი. 

ამასთან ერთად, წულუკიანი შეეხო სპორტის დაფინანსების საკითხსაც და თქვა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაკონტროლდება ბიუჯეტის გადანაწილების საკითხი.

“როდესაც სამინისტროს მოაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა, მას უნდა მოჰყვეს კონტროლიც. სპორტის სფეროში, რა ფულიც იდება უფრო გაკონტროლდება. პირველად ვამბობ ამას ეთერში, ის კონტროლი, რაც არსებობდა უფრო მეტ გაძლიერებას საჭიროებს. დაფინანსების კრიტერიუმს ერთად უნდა ჩავხედოთ, და სახსრები უნდა მიდიოდეს იმ განხრით, რაც ყველაზე საჭიროა სახელმწიფოს ზოგადი ინტერესისთვის”. – ამბობს თეა წულუკიანი.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....