მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი მზადაა დიალოგისთვის, მაგრამ თბილისი არ პასუხობს'' -...

,,მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი მზადაა დიალოგისთვის, მაგრამ თბილისი არ პასუხობს” – თეა ახვლედიანი

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, მოსაზრება, რომ სოხუმი არის მზად დიალოგისთვის და თბილისი არ პასუხობს, მცდარია.

“ეს არის მცდარი. უმაღლეს დონეზე მრავალჯერ, ზუსტად იმავე საჯარო სივრცეში და ზუსტად იმავე გზით, არაერთხელ გავეცით პასუხი. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ამ დიალოგისთვის დეპოლიტიზირებულ თემებზე, ორივე საზოგადოების საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე”, — აცხადებს იგი

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ შეუწყვეტია დიალოგი აფხაზებთან და ამას გარკვეული შედეგებიც ჰქონდა.

“საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვეტია დიალოგი აფხაზებთან და ამ შედეგებს აქვს კონკეტული სახელი. ხშირ შემთხვევაში არაფორმალურ კომუნიკაციას და დიალოგს მოჰქონდა გადამწყვეტი შედეგი. გვახსოვს ასევე, რომ აფხაზეთის ყოფილი დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც, არაერთხელ გაჟღერდა მსგავსი დიალოგის მზაობა. თუმცა, მათ შედეგი არ მოჰყოლიათ”, — თქვა მან.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...