ბევრი ყვავილი და ცრემლი დათა პაპას – საქართველოში რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს

0
570

ხურვალეთში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს,. პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, უბრალო მოქალაქეები ოკუპაციის მსხვერპლსა და უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლოს, დათა პაპას ემშვიდობებიან.

მის ეზოში ოკუპანტების მიერ დამონტაჟებულ მავთულხლართებს მოქალაქეები ყვავილებით ამკობენ.

სახლში, სადაც ვანიშვილი მოხუც მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, ახლა მათი შვილებიც არიან. ერთი მათგანი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს და მას მამის სახლში გადასვლის უფლება მისცეს, ხოლო მეორე ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა.

ტერიტორიაზე ოკუპანტები მუდმივ რეჟიმში პატრულირებენ, მავთულხლარეთბს გამოღმა კი ქართველი სამართლდამცველები არიან მობილიზებული.

დათა ვანიშვილს ხვალ დაკრძალავენ, ოკუპირებულს ტერტორიაზე მოქცეულ სასაფლაოზე..დათა ვანიშვილის ოჯახს დაკრძალვისა და ქელეხისთვის საჭირო პროდუქტი სამოქალაქო აქტივისტებმა ჩაუტანეს და მავთულხლართებიდან გადააწოდეს

დათა ვანიშვილს ხვალ დაკრძალავენ, დღეს მის სამძიმარზე ჩავიდნენ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილიდა სხვები

ხურვალეთში 2011 წელს დათა ვანიშვილის სახლის წინ, კუთვნილ მიწაზე საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები გააბეს. მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ხოლო მიწის ნაკვეთი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილს რამდენჯერმე შესთავაზეს ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა, თუმცა ის უარს ამბობდა მასზე. ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადასვლის გამო დათა ვანიშვილი რამდენჯერმე დაკავებული იყო ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

დათა ვანიშვილი ცხოვრების ბოლომდე უარს ამბობდა დაეთმო საკუთარი სახლი და ანდერძში ცოლსაც სწორედ ეს დაუბარა. ამის გამო ის საქართველოში რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

წინა სტატიამძღოლებმა თბილისში საწვავის ფასი გააპროტესტეს
შემდეგი სტატიაგამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობაზე – პეტიცია მთავრობას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური