მთავარისიახლეებისამართალირა ღირს ლოყაზე კოცნა და რისთვის უხდის ქალს ბოდიშს გოგი წულაია?

რა ღირს ლოყაზე კოცნა და რისთვის უხდის ქალს ბოდიშს გოგი წულაია?

Published on

სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ძალადობის ბრალდებით დაკავებული გოგი წულაიას ადვოკატის თქმით, წულაიამ დაზარალებულს „ლოყაზე აკოცა“, რის გამოც ბოდიშს უხდის.

ადვოკატის თქმით, სწორედ ლოყაზე კოცნის შესახებ საუბრობს წულაია იმ ვიდეოჩანაწერში, რაც პროკურატურას მტკიცებულების სახით გააჩნია.

„გამოქვეყნდება ვიდეოჩანაწერი და დარწმუნდებით ყველანი, რომ სექსუალურ მოტივაციაზე საერთოდ არ არის საუბარი. წულაია ქალბატონს ბოდიშს ძალადობის გამო არ უხდის, ბოდიშს უხდის კოცნის გამო, რომ ლოყაზე აკოცა და ამის გამოა დაჭერილი. პროცესზე თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომ მან გააკეთა განცხადებები ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის მიმართ, რაზეც იყო პასუხი, რომ დედის შეგინებას არავის აპატიებდა”, – განაცხადა გელბახიანმა.

ამასთან, ადვოკატი უსაფუძვლოს უწოდებს პროკურატურის პოზიციას, რომ წულაიასთვის პატიმრობის შეფარდება აუცილებელი იყო, რადგან მისი მიმალვის საფრთხე არსებობდა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამრთლომ გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...