მთავარისიახლეებისამართალიპოლიტიკოს გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - რატომ დახურეს...

პოლიტიკოს გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – რატომ დახურეს სხდომა?

Published on

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

თავად ბრალდებული გოგი წულაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე, ზვიად ჩარაძემ სხდომა დახურა. მისი თქმით, საქმე შესაძლოა სქესობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. ამას წულაიას პროტესტი მოჰყვა. მისი განცხადებით, საქმეში დასამალი არაფერია. 

“რა გვაქვს დასამალი, დააფიქსირეთ, რომ დახურვის წინააღმდეგი ვიყავი”, – თქვა მან. 

ადვოკატ ვალერი გელბახიანის განცხადებით, მტკიცებულებები ბრალის წარდგენის საფუძველს არ იძლევა, არ არის წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები. მისი თქმით, ბრალდება, სავარაუდოდ, წინასწარ იყო წარდგენილი დასკვნების გარეშე. 

პროკურორის განცხადებით კი, საქმეზე არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, ვიდეო მასალა და სხვა მტკიცებულებები აქვთ. 

“ვიდეო მასალა ასახავს იმ რეალობას, რაც განვითარდა შემდეგ, როცა ბატონმა გოგი წულაიამ განახორციელა 138-ე მხულის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგი, ბრალეული ქმედება”, – თქვა მან.

წულაიას ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, მას ბრალდება დაუმძიმდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.

გუშინ, 18 მარტს, მას ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით).  დანაშაული 4-დან 6-მდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....