მთავარისიახლეებიეკონომიკა2021 წლის I კვარტალში ეკონომიკა 5.4%-ით შემცირდება - ISET-ის პროგნოზი

2021 წლის I კვარტალში ეკონომიკა 5.4%-ით შემცირდება – ISET-ის პროგნოზი

Published on

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის  პროგნოზით, 2021 წლის I კვარტალში ეკონომიკა 5.4%-ით შემცირდება. 

ინსტიტუტში არ გამორიცხავენ, რომ პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტური იყოს, რადგან ეკონომიკური შეზღუდვები მარტის ბოლომდე გახანგრძლივდა, მათი მოხსნის თარიღი კი უცნობია.

მხოლოდ იანვარში, წლიურ ჭრილში, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა, რაც დიდწილად განაპირობებს პირველი კვარტლის ჯამურ შემცირებას. ინსტიტუტის მიხედვით, მეორე კვარტალში ეკონომიკის 11%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც შთამბეჭდავად იმიტომ გამოიყურება, რომ წინა წლის მეორე კვარტალში, მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა 13.2%-ით შემცირდა.

იანვრის 11.5%-იანი კლების ფონზე, ISET-ში, 2021 წელს ეკონომიკის ზრდის პესიმისტურ, ნეიტრალურ და ოპტიმისტურ სცენარებს პროგნოზირებენ. ინსტიტუტის მიხედვით, ცუდ ვარიანტში, ეკონომიკა წელს 2.5%-ით გაიზრდება, საბაზისოში – 2.9%-ით, ოპტიმისტურ სცენარში კი – 3.6%-ით. 

კვლევაში ნათქვამია, რომ პროგნოზი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას აღქმული, რადგან ჯერჯერობით უცნობია, დამატებით რა შეზღუდვები თუ ზომები იქნება მიღებული, ან როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია ქვეყანაში. 

.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...