ქართველ ხალხს კონკრეტული შეთავაზებები სჭირდება – ჰანს ვან ბაალენი

0
303

ქართველ ხალხს სიცხადე და კონკრეტული შეთავაზებები სჭირდება, – ამის შესახებ “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი აცხადებს, რითაც ის ბრიუსელში გუშინ გამართულ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრას ეხმიანება.

„მიმდინარე მედიაციის პროცესში მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯებს. ამასობაში კი პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია უნდა გათავისუფლდნენ“, – წერს ჰანს ვან ბაალენი “ტვიტერზე“.

“ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პარტიის პრეზიდენტის ამ პოსტს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

„მოდით, ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება საქართველოში ნამდვილი, ეფექტური, ინკლუზიური დემოკრატიისთვის“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

წინა სტატიაირაკლი ღარიბაშვილი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
შემდეგი სტატიაანაკლია-განმუხურის კოვიდ სასტუმროში ქალი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური