მთავარისიახლეებისამართალიზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Published on

ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, აქედან 1 წელი და 6 თვე პირობითი სასჯელია.

“საპროცესო დამტკიცდა 5 თებერვალს. 3 წელი აქვს, საიდანაც 1 წელი და 6 თვე რეალური, 1 წელი და 6 თვე პირობითი, 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით”, — აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.

ბუსა ჟვანიას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

ბიზნესმენის და ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი, 2 აგვისტოს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაჭრეს. დაჭრის ბრალდებით ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს მისივე სახლის აივანზე დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე, ასევე, ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. უწყების განცხადებით, შემთხვევის ადგილიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ამოიღეს. როგორც  თოფაძე, ისე ჟვანია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ორივე მათგანი გაწერილია.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...