კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციას შეხვდება

0
332

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციას შეხვდება.

შეხვედრა ევროკავშირის საელჩოში, დაახლოებით, ერთ საათში დაიწყება. ჯერჯერობით დაგეგმილი არაა მედიატორთან, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა.

“რთულია რაიმე დასკვნის გაკეთება თალაკვაძე-კობახიძის, შემდეგ უკვე ღარიბაშვილის ბრიფინგიდან. იმიტომ რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს. თუ ვინმეს მცირე კეთილგონიერება მაინც აქვს “ქართულ ოცნებაში” ისინი შემხვედრ ნაბიჯს გადადგამენ იმისათვის, რომ მოხდეს შეთანხმება და ეს შეთანხმება არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესში. ეს შეთანხმება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან”, – თქვა, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

წინა სტატიაშარლ მიშელთან შეხვედრიდან გამოსული ღარიბაშვილი უკან შეაბრუნეს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი შარლ მიშელს ბრიუსელში კიდევ ერთხელ შეხვდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური