ღარიბაშვილი შარლ მიშელს ბრიუსელში კიდევ ერთხელ შეხვდება

0
307

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, დღეს 16 მარტს, კიდევ ერთხელ შეხვდება.

პრემიერი დღეს ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების მე-6 სხდომას დაესწრება. შემდეგ კი, ღარიბაშვილის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელისა და სამეზობლო პოლიტიკისა საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ღარიბაშვილმა მოლაპარაკებები უკვე გამართა, ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრთან ალექსანდერ დე კროსთან. ხვალ, 17 მარტს, კი პრემიერი NATO-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება და ქართულ დელეგაციასთან ერთად, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 15 მარტს, დილით გაემგზავრა. პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.

წინა სტატიაკრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციას შეხვდება
შემდეგი სტატიამე გამაჩნია პროფესიული ვალდებულება, რომ არ დავასახელო წყარო – ნოდარ მელაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური