ამ დღეებში დათბება, მაგრამ დასავლეთში პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნებია მოსალოდნელი, მთაში – ზვავი და მეწყერი

0
635

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  16-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

18 მარტს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, ზღვაზე იქნება 3-4 ბალიანი ღელვა.

მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შედეგად თოვლის ინტენსიურმა დნობამ და თანდართულმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

წინა სტატიავახტანგ გომელაურს მეხუთე მოადგილეც დაუნიშნეს
შემდეგი სტატიაყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე რეზერვში გადაჰყავთ, რაც სწორედ მელაშვილის მიმართ გაკეთებულ მის განცხადებას უკავშირდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური