მთავარისიახლეებისამართალიპროკურატურამ კანონი დაარღვია - საია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

პროკურატურამ კანონი დაარღვია – საია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე პროკურატურას გამოძიება მისი შინაარსის გამო უნდა დაეწყო. ვინაიდან, მათი თქმით, აუდიოჩანაწერები სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასში მოქმედი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, პროკურატურამ შინაარსის გამოძიებაზე უარი თქვა, რითიც კანონი დაარღვია.”აქ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტები, რომლებიც ამ ჩანაწერის შინაარსიდან იკითხებოდა და სწორედ ამ მიმართულებით უნდა დაწყებულიყო გამოძიება. ანუ უნდა შეფასებულიყო ამ ჩანაწერის ნამდვილობა და ამის შემდეგ შეფასებულიყო, იყო თუ არა ამ ქმედებებში დანაშაულის ნიშნები

შესაბამისად, აქ გამოძიება უნდა დაწყებულიყო სავარაუდო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით და ასევე შესაძლებელია გამოკვეთილიყო სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნები.

ფაქტობრივად შინაარსის შეფასებაზე და შინაარსზე გამოძიების დაწყებაზე პროკურატურამ უარი თქვა, რითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონი დაარღვია”,-თქვა სიმონიშვილმა.

პროკურატურის განცხადებებს გამოეხმაურნენ მმართველი გუნდის ოპონენტებიც. ისინი ამბობენ, რომ მათ საქმის გამოძიების იმედი არ აქვთ.

“გირჩის” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, მმართველ გუნდში ახლა პანიკაა და ამას ადასტურებს ისიც, რომ ბოლო დღეებში პრემიერმინისტრი საჯაროდ არ გამოჩენილა.”ძალიან აშკარაა რა პანიკაა შიგნით და ეს პანიკა იგრძნობა და მათ შორის ჩანს იმაში, რომ პრემიერი, რომელიც ორი დღის დანიშნულია და ორი დღის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან “კაჩაობდა” საერთოდ გამქრალია და არ გამოჩენილა…

ვინმეს თუ სჯერა ამ ქვეყანაში, რომ თუნდაც გამოძიება დაიწყეს ამაზე, ამას ბოლომდე მიიყვანენ ამას გამოიძიებენ და ვინმეს დასჯიან – მე ეგეთ ადამინს არ ვიცნობ”,-თქვა ჯაფარიძემ.

საქართველოს პროკურატურამ TV პირველის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, 6 მარტს, “TV პირველმა” აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.  

სიახლეები

ახვლედიანი რიჟვაძეზე- თვალის მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში

თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულმა, ალექსი ახვლედიანმა ტვ პირველთან სატელეფონო საუბრისას...

კაცი ქუჩაში ცუდად გახდა და დაეცა, პულსი არ აღენიშნებოდა – ბრიგადა, რომელმაც ის გადაარჩინა

თბილისის სასწარფო დახმარების ბრიგადამ, გადაარჩინა კაცის სიცოცხლე, რომელიც ქუჩაში ცუდად გახდა და ექიმების მისვლის...

ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქს შეუტიეს

რუსმა ოკუპანტებმა მიზანში ხარკოვის ოლქი ამოიღეს, სხვადასხვა დასახლებებში წუხელ საჰაერო განგაშის ხმა რამდენჯერმე გაისმა. დაზიანებულია...

დამწვარი კრემლის ბანერი უკრაინა-ისლანდიის მატჩზე

ასე გამოიყურებოდა ბანერი უკრაინა-ისლანდიის მატჩზე, სადაც დამწვარი კრემლის ფონზე უკრაინელი ჯარისკაცია გამოსახული. 16 ნოემბერს ფეხბურთის...