კატა ტომარაში – წელს ანაკლიის პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო, ღარიბაშვილი კი ახლა იწყებს ინვეტორის მოძიებას

0
525

წელს ანაკლიის პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო, ბიუჯეტს მძლავრი არტერია უნდა ჰქონოდა ანაკლიის პორტიდან და ქალაქი ანაკლიიდან“,- ასე ეხმაურება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა სოციალურ ქსელში პრემიერის,  განცხადებებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

როგორც ლანა გალდავა აღნიშნავს, დღეს, ანაკლიაში ახალგაზრდების მუდმივი მიგრაციის და ტექნოლოგიურ ჰაბად ქცევის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს.

“წელს ანაკლიის პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო. დღეს ქალაქი ანაკლიის (Anaklia City) უწყვეტი მშენებლობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. დღეს, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, გლობალურ მოთამაშედ, რეგიონალურ ლიდერად უნდა ვყალიბდებოდეთ და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას უნდა ვაგებდეთ.

ანაკლია ხიდი უნდა ყოფილიყო ჩვენ აფხაზ ძმებთან ურთიერთობის და ქვეყნის გაერთიანების საკითხებში. დღეს, ბიუჯეტს მძლავრი არტერია უნდა ჰქონოდა ანაკლიის პორტიდან და ქალაქი ანაკლიიდან.

დღეს, ანაკლიაში ახალგაზრდების მუდმივი მიგრაციის და ტექნოლოგიურ ჰაბად ქცევის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. დღეს, საოკუპაციო ხაზს იქით მდგარი ოკუპანტი უნდა ხედავდეს აგუგუნებულ ქალაქს და ღრმაწყლოვან პორტს.

კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ თქვენ ხომ იმ ნარატივის მიმდევრები და განმახორციელებლები ხართ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა: “რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?”- წერს ლანა გალდავა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ანაკლიის პროექტის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესი დაიწყება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაუწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში.

წინა სტატიაპირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
შემდეგი სტატიაზუგდიდის სასამართლოში, ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური