მთავარისიახლეებიეკონომიკასაქსტატი: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები 6.2...

საქსტატი: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები 6.2 პროცენტით გაიზარდა

Published on

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები 6.2 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნულია.

აქვე ვკითხულობთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზეთის ფასი 34%-ით, შაქრის – 14 %-ით, თევზეულის – 10.6 %-ით, პურისა და პურპროდუქტების – 8.7 %-ით, სხვადასხვა რძის ნაწარმის კი 6.4%-ით გაიზარდა. ასევე ფასები მომატებულია წყალზე, უალკოჰოლო სასმელებზე, შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ხილსა და ყურძენზე.

„საქსტატის“ მონაცემებით, ფასები ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ბოლო წლის მანძილზე მომატებულია 9.8 პროცენტით, ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფში – 12.3 პროცენტით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში – 8.1 პროცენტით.

რაც შეეხება საცხოვრებლის, წყლისა და და ელექტროენერგიის ფასებს, დაფიქსირდა 21.2 პროცენტიანი კლება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით  2021 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 3.6% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 1.1%-ით გაიზარდა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...