მთავარისიახლეებისაზოგადოებაუახლოეს დღეებში ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენება იგეგმება

უახლოეს დღეებში ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენება იგეგმება

Published on

დღეს, პირველ მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენება იგეგმება.

სტრატეგია აღმაშენებელის ერთერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ კულუარული ინფორმაცია ამის შესახებ უკვე 1 კვირაა, აქვთ.

“განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ დილის 10 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია. უცნობია, რა საკითხზე დაიბარეს ისინი კანცელარიაში. 

.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“ვმუშაობ ჩვეულ რეჟიმში”, – განუცხადა მან მედიას

,,მე ვერ დავადასტურებთ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ბატონ ამირანთან მიმართებაში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარგაბუნიამ. 

კითხვას – არის თუ არა დაპირისპირება ამირან გამყრელიძესა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის, გაბუნიამ უპასუხა, რომ ვერც ამ ინფორმაციას დაადასტურებს.

“ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი, კონსტრუქციული ურთიერთობა. ვერანაირ დაპირისპირებაზე ინფორმაციას მე ვერ დავადასტურებ”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სიახლეები

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა - სამეფო საზღვაო...

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...