მთავარისიახლეებისაზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ელი მარტიდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ელი მარტიდან დაიწყება

Published on

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რეგისტრაცია გაიმართება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. მისი თქმით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

„1-ელი მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, რეგისტრაცია გაიმართება შემდეგი გამოცდებისთვის – ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, საერთო სამაგისტრო გამოცდა, მასწავლებლის საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წელს პირველად შესთავაზებს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს და ასევე, მასწავლებლობის მსურველებს.

რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, ის მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ იქნება. online.naec.ge არის ვებგვერდი, სადაც უნდა შევიდნენ აპლიკანტები დასარეგისტრირებლად.

აბიტურიენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ცნობარი აბიტურიენტებისთვის, რომელსაც ყველა ელოდება. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელსაც აბიტურიენტები დაკვირვებით უნდა გაეცნონ. ცნობარი ელექტრონული სახით ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული. მასში მოცემულია ის საგამოცდო პროცედურები, რაც უნდა გაითვალისწინონ.

გარდა ამისა, იცით, რომ პრაქტიკოსი მასწავლების ნაწილი შარშან იყვნენ დარეგისტრირებული, მაგრამ მათი გამოცდა გადაიდო. შესაბამისად, ის მასწავლებლები, ვინც გამოცდაზე იყვნენ დაგისტრირებული, რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ. მათ აქვთ შესაძლებლობა, შევიდნენ ამ გვერდზე და შეცვალონ სარეგისტრაციო მონაცემი, მაგალითად, ზოგ მასწავლებელს შეიძლება სურდეს საგნის შეცვლა. ყველა ინფორმაცია, რაც შეიძლება მასწავლებლებს და აბიტურიენტებს დასჭირდეთ, ჩვენს ვებგვერდზეა მოცემული. ეს არის კრებულები, გზამკვლევები და ა. შ.

1-ელი მარტიდან 31 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის პროცესი აბიტურიენტებისთვის არის პირველი ეტაპი, ვინც ამ პერიოდში წარმატებით დარეგისტრირდება, შეუძლია 15 აპრილის ჩათვლით გარკვეული ცვლილებები შეიტანონ. კონკრეტულად ეს ეხება საგნის ცვლილებას ან ენის შეცვლას“, – განაცხადა გორგოძემ.

სიახლეები

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...