მთავარისიახლეებისამართალიდააკავეს თუ არა ძებნილი ბეჟან გვაზავა (ექსკლუზივი)

დააკავეს თუ არა ძებნილი ბეჟან გვაზავა (ექსკლუზივი)

Published on

“ოდიშინიუსის” ინფორმაციით ძებნილი ბეჟან გვაზავა დაკავებულია. ბეჟან გვაზავას 7 წლით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა 2019 წლის 7 დეკემბერს. სასამართლომ ბეჟან გვაზავა დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.
გვაზავამ ცეცხლსასროლი იარაღით ალიკა ლაგვილავას ესროლა. გვაზავა გრიგოლიშის “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი იყო , ხოლო ალიკა ლაგვილავა ამავე შტაბის კოორდინატორი. ბეჟან გვაზავასა და ალიკა ლაგვილავას შორის დავა მიწის ნაკვეთს უკავშირდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ახალგაზრდა კაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. გვაზავა არჩევნებში “ოცნების” მხარდამჭერი იყო და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ზუგდიდის ქუჩებშიც დააფიქსირეს.

ინფორმაციის გადამოწმება “ოდიშინიუსმა” შსს-ში სცადა, სადაც განუცხადეს, რომ ინფორმაციას მოიძიებენ და მოგვაწვდიან.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...