მთავარისიახლეებიპოლიტიკაუილიამ კორტნი: თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩება, ხოლო ოპოზიციის ლიდერი მელია...

უილიამ კორტნი: თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩება, ხოლო ოპოზიციის ლიდერი მელია პატიმრობაში, დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ შესაძლოა შესუსტდეს

Published on

საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი აცხადებს, რომ თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩება, ხოლო ოპოზიციის ლიდერი მელია კვლავ პატიმრობაში იქნება, დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ შესაძლოა შესუსტდეს.

“როდესაც პრემიერმინისტრი პოლიტიკურ ოპოზიციას “ტერორისტებს” უწოდებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას პროპორციების აღქმა საერთოდ არ შეუძლია. თუკი ის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩება, ხოლო ოპოზიციის ლიდერი მელია — პატიმრობაში, დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ შესაძლოა შესუსტდეს, რაც, ალბათ, ქვეყანას გარეგანი ზეწოლისგან დაუცველს გახდის”, — წერს კორტნი ტვიტერზე.

ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია.

სიახლეები

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...

ბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას...

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, გააძლიერეთ ლოცვა – ილია მეორე

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს...