მამუკა მინარაძე სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას ემუქრება, გია ვოლსკი ,,ჭკუას არიგებს”

0
274

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება.

“არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმდება, რასაც აუცილებლად მოყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი… საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა”, – დაწერა ნინო ლომჯარიამ. 

ქართული ოცნების წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პასუხის გაცემა მოუწევს კითხვაზე, რით იყო გამოწვეული მისი განცხადება ნიკა მელიას თაობაზე, მაშინ, როდესაც სამართლებრივი ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა იმ ძალიან კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ღონისძიებას შსს-ს მიერ, რომელიც დღეს განხორციელდა პრაქტიკულად დაზიანებების და სერიოზული გართულებების გარეშე”, — განაცხადა მდინარაძემ.

,,სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი”, რა სახელწოდებასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს, ­- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ომბუდსმენისდღევანდელ განცხადებას.

ვოლსკი ლომჯარიას მოუწოდებს, დაფიქრდეს და ვითარებას სამართლებრივი შეფასებები მისცეს.

„სჯობს, ნინო ლომჯარიამ. ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს და ვითარება სამართლებრივად შეაფასოს, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა  ნიკა მელიას აკავებდნენ, გადააჭარბა თუ არა პოლიციამ ძალას. სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაზეც კი შეუძლია იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო მე უკეთ ვიცი! სამარცხვინოა, როცა ადამიანებს პირდაპირ ეთერში დედას აგინებენ, პრეზიდენტს ისეთი სიტყვებით ამკობენ, მთელი საზოგადოებისთვის არის გამოწვევა და ამაზე სახალხო დამცველი დუმს”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

წინა სტატიაპარლამენტის წინ მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი და “მთავარი არხის” ჟურნალისტი ნოდარ რუხაძე დააკავეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის და საზოგადოების დაცვა, ჩვენ აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებამდე და ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული!
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური