ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე Facebook-ზე წერს, რომ ნიკა მელიას დაკავების დროს ცუდად გახდა. მისივე თქმით, ის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
“ენმ ოფისის შტურმისას ჭყლეტვაში და გაზის გამო, ცუდად გავხდი, თვალები პოლიციის მანქანაში გავახილე, შსს შუშის შენობაში სასწრაფომ დახმარება აღმომიჩინა, გამიფორმეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დაკავება, ბორკილებიც დამადეს, მაგრამ 1 საათში ხელწერილით გამომიშვეს. მოვბრუნდი ჩვენს ოფისში.
ალბათ დღეს საღამოსკენ (ან ხვალ) იქნება ჩემი და ჩვენი ოფისის შტურმისას სხვა დაკავებულების სასამართლო პროცესი”.- წერს ბარამიძე.

ენმ-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გონებადაკარგული გიორგი ბარამიძემ პოლიციამ გაიყვანა და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.