მთავარიUncategorizedოცნების ,,სონეტჩიკი''და ,,სოვეტჩიკი'' ლაშა ნაცვლიშვილი POSTV-ს ხელმძღვანელად გადადის

ოცნების ,,სონეტჩიკი”და ,,სოვეტჩიკი” ლაშა ნაცვლიშვილი POSTV-ს ხელმძღვანელად გადადის

Published on

ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ POSTV-ში ხელმძღვანელად ბრუნდება. მან ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.

“დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები “პოსტივის” ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!”, — წერს ნაცვლიშვილი.

POSTV პროსამთავრობო, ანტიდასავლური ღირებულებების მქონე მედიაა, რომლის ნაწილს შალვა რამიშვილი ფლობს. ხელისუფლებასთან აფილირებული ტელევიზია 2018 წლიდან მაუწყებლობს. ნაცვლიშვილი აქ მანამდეც მუშაობდა და აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო წილის მფლობელიც. თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად გადაინაცვლა

ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!”, — წერს ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება ნაცვლიშვილის დიად გეგმებსა და პასუხისმგებლობას, იგი ოცნების ბინძური საქმეების სანიტრადაც ვეღარ გამოდგება- არც ბიძინაა აქილევსი და არც ნაცვლიშვილი – ჰომეროსი

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...