მთავარისიახლეებიპოლიტიკაკერძო ბიზნესის აქციას რიყეზე საწვავის გაძვირებით აღშფოთებული მძღოლები საავტომობილო მსვლელობით უერთდებიან

კერძო ბიზნესის აქციას რიყეზე საწვავის გაძვირებით აღშფოთებული მძღოლები საავტომობილო მსვლელობით უერთდებიან

Published on

თბილისში სავტომობილო მსვლელობებში მონაწილე პირები, რომლებიც საწვავის გაზრდილ ფასს აპროტესტებენ, რიყის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც სხვადასხვა საპროტესტო მოთხოვნით ტურ-ოპერატორები, სასტუმროების მფლობელები და კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანები დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. მსვლელობის მონაწილეები კერძო ბიზნესის აქციას რიყეზე შეუერთდებიან

“ჩვენი მთავარი პროტესტი არის საწვავის ფასის ზრდა, მშვიდობიანი პროტესტი გავქვს, ყველა კანონის დაცვით, ჩემი აზრით ამ ყველაფერს შედეგი მოჰყვება და თუ არ მოჰყვა უფრო ხისტ ნაბიჯებზე გადავალთ. ყველანაირად შევეცდებით, რომ მთავრობას მივწვდინოთ ჩვენი ხმა, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქებმა, რომლებსაც პრობლემებს უქმნის საწვავის ფასის ზრდა და არამარტო, ძალიან ბევრ რაღაცასთან გავქვს პრობლემა, ლარის დევალვაციასთან, საკვები პროდუქტების ფასის ზრდასთან”, – განაცხადა აქცია-მსვლელობის მონაწილემ.

რიყის პარკში შეკრებილები ადამიანები კი ეკონიმიკის მინისტრ ნათია თურნავას დაპირებებს ახსენებენ და ყველა სექტორის გახსნას მოითხოვენ.

ცნობისთვის, საწვავის გაზრდილ ფასს დღეს ბათუმსა და ქუთაისშიც აქცია-მსვლელობით აპროტესტებენ

სიახლეები

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა – შსს-მ 1 პირი დააკავა

სს-მ 1983 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დ.რ. ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...