მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ცნობილია

Published on

საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ცნობილია.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში 2 ახალი სახე იქნება. თავდაცვის მინისტრად წარდგენილია მისივე ყოფილი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო მაია ცქიტიშვილს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც  ცქიტიშვილის მოადგილე იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, სხვა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში არ იგეგმება. 

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უკვე წარუდგინეს პარლამენტს. ღარიბაშვილს და მის მინისტრებს ერთპარტიული პარლამენტი ორშაბათს დაამტკიცებს. 

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი -ვახტანგ გომელაური

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი -ჯუანშერ ბურჯულაძე

შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი თეა ახვლედიანი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი – ვიცე-პრემიერი – ირაკლი ქარსელაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი – ნათია თურნავა

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი -მამუკა მდინარაძე

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი – გოჩა ლორთქიფანიძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი – ლევან დავითაშვილი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი – მიხეილ ჩხენკელი

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი – დავით ზალკალიანი

მინისტრობის კანდიდატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...