ოპოზიცია მზად არის, ფასილიტატორების მონაწილეობით ქართულ ოცნებასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ოპოზიცია მზად არის, ფასილიტატორების მონაწილეობით ქართულ ოცნებასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი განიხილოს.
“ჩვენ დღესაც ერთგულები ვართ იმ მართლაც გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებებისა, რომლებიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები მოიყვანს წესრიგში ყველა სფეროს.
მინდა, გავაკეთო ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება, რომ მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ჩვენი ამოცანა არ არის, არ იყო და არ იქნება ძალადობა, არ იქნება ვიღაცის დაჩაგვრა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები”. – ამბობს ნიკა მელია.

ამ ვითარებაში, როდესაც აწ უკვე პრემიერი გადადგა და ფორმალური ნიშნებიც პირდაპირ უაშკარავესია, რომ ერთადერთი ნორმალიზაციის გზა არის, ნორმალური და მშვიდი ვადამდელი არჩევნების ჩატარება და საქართველოში აღარასდროს უნდა შეიქმნას ის ვითარება, რომელიც შექმნილი იყო ბოლო ერთი საათის წინ პერიოდამდე, როდესაც ზღვარზეა ქვეყანა იმისი, რომ პოლიტიკური სიძულვილით ერთმანეთის მიმართ შეიძლება იქნას გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას დააზიანებს.
ოპოზიციის არჩევანი არასდროს ყოფილა დაძაბულობის შექმნა ხელოვნურად და ამ ზღვრამდე ქვეყნის მიყვანა. ჩვენ უბრალოდ ვცდილობდით და ახლაც ასე უნდა იყოს ყველას ამოცანა, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოებას ჰქონდეს ლეგიტიმური განცდა, რომ მოქალაქეები არიან პატრონები ამ ქვეყნის, რომ არჩევნებს აზრი აქვს და ეს არის ერთადერთი ნორმალური გზა ხელისუფლებაში დარჩენის ან შეცვლის და აღარასდროს, არც ერთი ხელისუფლება აღარ გაივლებს თავში, რომ ვინც პოლიტიკურად არ მოწონს, შეიძლება დევნოს სისხლის სამართლებრივი გზით და ძალოვნების გამოყენებით.
კარგია, რაც მოხდა დღეს, მაგრამ როგორც უკვე ითქვა, საბოლოო წარმატება იქნება, როდესაც ბოლომდე განიმუხტება კრიზისი, მოლაპარაკების გზით, როდესაც მშვიდობიანად მოხდება ყველა ცვლილება ამ ქვეყანაში და როდესაც დავიწყებთ იმ უმძიმესი პრობლემებიდან გამოყვანას ქვეყნის, რომელიც დღეს არის შექმნილი. ოპოზიციას აქვს სრული ერთიანობა იმაზე, რომ უნდა იყოს მოლაპარაკებები, სიმშვიდე და რომ უნდა იყოს მშვიდობიანი ცვლილებები ქვეყანაში და ამას სჭირდება ნორმალური ვადამდელი არჩევნები…თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

დღეს დილით გადადგა საქართველოს ფაქტობრივი პრემიერმინისტრი და ნიკა მელიას დაკავების უკანონო ბრძანება გადავადებულია. თავისუფალი ხალხის მშვიდობიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით, რადგან ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი თავისუფალი ადამიანია, რომელიც არ შეეგუებოდა და არც შეეგუა გავრილოვის ხარკის გადახდას.
ამასთანავე, ჩვენი პრინციპული პოზიცია გაყალბებული არჩევნების პირველივე დღიდან იყო მშვიდობიანი მოლაპარაკება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. დღევანდელი დღე იძლევა სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე კოლაფსშია ხელისუფლება, მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.
მოლაპარაკება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთ და მთავარ საკითხზე, ესაა რიგგარეშე არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა ქვეყანა არ გადაყვეს შლეგი კობახიძის, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პარლამენტის თავმჯდომარის და გაუგებარი მდინარაძის კარიერულ ამბიციებს.
დღეს არსებობს სივრცე მოლაპარაკებებისთვის და ეს სივრცე, აი, ამ ადამიანებმა შექმნეს, რომლებმაც დღე და ღამე საკუთარი ქვეყნის ჰიმნს მღეროდნენ და სჯეროდათ გამარჯვების. გამარჯვება ახლოსაა მეგობრებო, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე და მშვიდი, არ მივცეთ ხელისუფლებას, თუნდაც რიტორიკის დონეზე ილაპარაკოს არეულობაზე, რადგან ჩვენი ამოცანაა ამ ხელისუფლების გასტუმრება არჩევნების გზით… -ნამბობს გიგი უგულავა