მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი:"საქართველოში დიქტატურა ვერ დამყარდება, რისი დიქტატურის დამამყარებლები არიან ეს ორღობის...

მიხეილ სააკაშვილი:”საქართველოში დიქტატურა ვერ დამყარდება, რისი დიქტატურის დამამყარებლები არიან ეს ორღობის ყვარყვარეები”

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დიქტატურა ვერ დამყარდება. ის ასევე ამბობს, რომ თითოეული სპეცრაზმელის მშობელმა თავისი შვილი “იმ უბედურებას” უნდა განარიდოს. ამასთან დაკავშირებით მან “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა.

 “საქართველოში დიქტატურა ვერ დამყარდება, საქართველო აღარ იქნება. რისი დიქტატურის დამმყარებლები არიან ეს ორღობის ყვარყვარეები – საქართველო აღარ იქნება, საქართველო, როგორც ქვეყანა გაქრება.

საქართველოს არ აქვს არც ნავთობი, არც დიდი უსაფრთხოების აპარატი. ჰყავთ 3 წყლის ჭავლის მანქანა, რამდენიმე ასეული ბრძოლისუნარიანი სპეცრაზემლი, ოღონდ ბრძოლისუნარიანი საკუთარ ხალხთან და დანარჩენი, რამდენიმე ათასი შეშინებულთვალებიანი, ნიღბიდან რომ იყურება გზააბნეული ცხვარივით…

თითოეული სპეცრაზმელის დედას და მამას ვუთხრათ – ყურში მოკიდეთ თქვენ შვილებს ხელი და გამოათრიეთ იმ უბედურებიდან, განარიდეთ იმ უბედურებას, საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

“ახლა უკან დახევა არ იქნება, ახლა ყოველი წუთი ძვირფასია. ახლა არის მხოლოდ შეტევა. შეტევის გარეშე დაიძვრენს თავს ვირთხა ივანიშვილი და ისევ დაკბენს ყველას იმიტომ, რომ კედელთან არის მიყუჟული”, – დაამატა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გერმანიაში არ წავიდნენ.

მისი თქმით, ის ქართველ ხალხს გარანტიას აძლევს, რომ “უახლოეს თვეებში საქართველოში იმაზე მეტი შემოსავალი ექნებათ, ვიდრე გერმანიაში”.”გერმანიაში ნუ მიდიხართ. მე გაძლევთ გარანტიას, არ ვაპირებ არანაირი პოსტის დაკავებას, მაგრამ ჩვენ, ყველანი ერთად გაძლევთ გარანტიას, რომ იმაზე მეტი შემოსავალი გექნებათ საქართველოში უახლოეს თვეებში, ვიდრე გერმანიაში.

რა დაგკარგვიათ ამ გერმანიაში. ვარ აგერ ყველაზე მაგარ ადგილზე ძალიან კარგად მოწყობილი, სამშობლოს არაფერი არ ცვლის, ხალხო” – თქვა სააკაშვილმა.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...