მთავარისიახლეებისამართალი,,ვიბრძოლებ მანამ, სანამ ჩემს ძმას არ დავიხსნი'' - სინოდის სხდომის პარალელურად ...

,,ვიბრძოლებ მანამ, სანამ ჩემს ძმას არ დავიხსნი” – სინოდის სხდომის პარალელურად გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

Published on

სინოდის სხდომის პარალელურად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, დეკანოზის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, დღეს საპატრიარქოსთან აქციას მართავს.

თორნიკე მამალაძე სინოდის წევრებს მოუწოდებს, შექმნან სპეციალური კომისია და ე.წ. ციანიდის საქმეზე დადგენილება გამოიტანონ.

“დეკანოზი გიორგი მამალაძე არის საპატრიარქოსა და ხელისუფლების პირადი მძევალია. პარალიზებული ადამიანი გაწირეს. მოვუწოდებ თავიანთ გადაწყვეტილებაზე იმსჯელონ. ვიბრძოლებ მანამ, სანამ ჩემს ძმას არ დავიხსნი”.- აცხადებს დეკანოზის ძმა.

მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დაადგინა რომ ის შურისძიების მიზნით პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას გეგმავდა. დეკანონს 9 წლის თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...