მთავარისიახლეებისამართალიფოთის საპატრულოს თანამშრომელმა გელა კვაშილავამ TV პირველს სასამართლოში უჩივლა

ფოთის საპატრულოს თანამშრომელმა გელა კვაშილავამ TV პირველს სასამართლოში უჩივლა

Published on

ფოთის საპატრულოს თანამშრომელმა, გელა კვაშილავამ ნარკოდანაშაულზე გაკეთებული სიუჟეტის გამო TV პირველს სასამართლოში უჩივლა. ის აცხადებს, რომ შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რის გამოც მორალური ზიანის დაკისრებას მოითხოვს.

“30 იანვარს TV პირველის ეთერში გავრცელდა ინფორმაცია ჩემ შესახებ მტკიცებით ფორმაში, სადაც გავრცელებული იყო ცრუ ინფორმაცია და მოგონილი ამბები. მოგეხსენებათ, რომ მყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლები. ამ ცრუ ინფორმაციით დაზარალდა როგორც ჩემი ოჯახი, ასევე, მე. შეილახა ჩემი ღირსება, პატივი და საქმიანი რეპუტაცია. შესაბამისად, როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღვნიშნე, ვიბრძოლებ ჩემი უფლებებისთვის”, — განაცხადა კვაშილავამ.

პოლიციის მაიორი გელა კვაშილავა ფოთის საპატრულოს თანამშრომელი და ათეულის მეთაურია. ნოდარ მელაძის შაბათის საგამოძიებო სიუჟეტის  თანახმად, 23 იანვარს კვაშილავას მერსედესის მარკის ავტომობილით რამდენიმე აბი სუბოქსინი გადაჰქონდა, რაც პოლიციამ ჩხრეკისას აღმოაჩინა. ტელეკომპანია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ იგი არ დააკავეს და სამსახურში დატოვეს.

4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს ცრუ უწოდა. მის შეფასებით, მსგავსი ბრალდებები შსს-სა და პოლიციელების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...