მთავარისიახლეებიპოლიტიკაავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაყავთ - ინფორმაციას ,,მთავარი'' ავრცელებს

ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაყავთ – ინფორმაციას ,,მთავარი” ავრცელებს

Published on

სამეგრელოს ძალოვნებში ცვლილებაა – “მთავარის” ინფორმაციით, ავთანდილ გალდავას, რომელიც ბადრი ესებუას საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანენ, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ისევ ნიკა დიასამიძეს დააბრუნებენ.

დიასამიძე სამეგრელოში დაახლოებით 3 წელი მუშაობდა, შემდეგ ის თბილისში, სამინისტროში გადაიყვანეს, ახლა კი უკან აბრუნებენ.

გარდა ამისა, სამეგრელოს მთავარი პროკურორი, ილია ჯალაღანია, თბილისშია გადაყვანილი. შესაბამისად, სამეგრელოს მხარე ოლქის პროკურორის დანიშვნის მოლოდინშია. 

ცნობისთვის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა, თანამდებობა გუშინ დატოვა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...