მთავარისიახლეებისაზოგადოებარესტორატორთა მიერ შაბათს დაანონსებული დაუმორჩილებლობის აქცია აღარ გაიმართება

რესტორატორთა მიერ შაბათს დაანონსებული დაუმორჩილებლობის აქცია აღარ გაიმართება

Published on

შაბათს, 6 თებერვლას რესტორნების მიერ დაანონსებული დაუმორჩილებლობის აქცია აღარ გაიმართება. ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელმა, შოთა ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მათი თქმით, თვითნებურად გახსნას აღარ გეგმავენ და 15 თებერვლამდე დაიცდიან.

“ეს იმას არ ნიშნავს, რომ სარესტორნო ბიზნესისთვის, კონკრეტულად ამ შემთხვევაში 15-დან გარე სივრცეების გახსნა დიდი ან მცირედი მაინც დადებითი იმპულსის მომტანი იყოს. რესტორნების დიდი უმრავლესობისთვის, მითუმეტეს ამ ამინდში, არაფერი ბენეფიტის მომტანი არ არის. ჩვენ დღეს შეგვიძლია დავაანონსოთ, რომ ეს დაუმორჩილებლობის აქტი თუ სიცოცხლის ბრძოლის აუცილებლობა გადაიწევს რამდენიმე კვირით, თუ ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირებით შესაძლებლობას, რეგულაციების ფარგლებში”, – თქვა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ.

მიუხედავად ამისა, შაბათს აქციას მაინც გამართავენ “სოციალური აფეთქების” წევრები, მათ შორის ბიზნეს სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებსაც შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ტალღაც არ შეეხოთ. 

აქციას  მთავრობის კანცელარიასთან დაანონსებული აქვს “სირცხვილიას” , ისინი კომენდანტის საათის გაუქმებას, გაუმართლებელი რეგულაციების მოხსნასა და კრიზისის მართვის გეგმას ითხოვენ. 

სიახლეები

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...

იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...

სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...