მთავარისიახლეებიპოლიტიკალავროვთან საუბარში ბლინკენმა საქართველოს მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხი წამოჭრა

ლავროვთან საუბარში ბლინკენმა საქართველოს მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხი წამოჭრა

Published on

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან საუბრისას საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხი წამოჭრა. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

“სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, წამოჭრა 2020 წლის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხი, რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინასა და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლა და SolarWinds-ის ინციდენტი. სახელმწიფო მიდვანი და მინისტრი შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებზე, რომლებზეც ურთიერთწუხილი არსებობს, დისკუსიას გააგრძელებენ”. – წერია პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებაში. 

ბლინკენმა და ლავროვმა ახალი START-ის ხელშეკრულების გაგრძელებასა და ბირთვული შეიარაღების კონტროლის ახალი რეჟიმის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელიც პასუხს გასცემს რუსეთის ბირთვულ იარაღსა და ჩინეთისგან მომავალ მზარდ საფრთხეს. 

“სახელმწიფო მდივანმა მტკიცედ გაიმეორა პრეზიდენტის ბაიდენის მკაფიო პოზიცია, ამერიკის მოქალაქეების დაცვისა და ამერიკის ინტერესების მტკიცედ დასაცავად რუსეთის იმ ქმედებების საპასუხოდ, რომელიც ზიანს აყენებს ჩვენს მოკავშირეებს. ეს მოიცავს პოლ უილანისა და ტრევორ რიდის გათავისუფლებას, რათა მათ მიეცეთ აშშ-ში, სახლში, თავიანთ ოჯახებთან დაბრუნება”. – წერია განცხადებაში. 

სიახლეები

ევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია დაამტკიცეს. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს - დღეს პროკურორმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანის...

მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭო შეიქმნება

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებზე მსჯელობენ. როგორც "ავერსის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ფასების...

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...