მთავარისიახლეებისამართალიელდარ გოგოლაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ელდარ გოგოლაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

Published on

“ქართუ ჯგუფის” ყოფილი ვიცე პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ყოფილი წევრი ელდარ გოგოლაძე პროკურატურაში მივიდა. მას გამოკითხვაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გოგოლაძემ აღნიშნა, რომ გამოვა და შემდეგ იტყვის, რასთან დაკავშირებით მოუწევს საუბარი. 

“ბატონმა ელდარ გოგოლაძემ რამდენიმე თვის წინ საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა მთავარ არხს, ეს ინტერვიუ რბილად რომ ვთქვთ არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის, ის ფაქტი, რომ ელდარ გოგოლაძის მიმართ გამოძიებას კითხვები 8 წლის განმავლობაში არ გასჩენია და მისი დაბარება მოხდა მხოლოდ მთავარ არხში მისი სტუმრობის შემდეგ, აჩენს ეჭვს, რომ დაბარება მოწმის სახით სწორედ ამასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ვიმყოფები აქ” – თქვა “მთავარი არხის” იურისტმა დიტო სამხარაძემ. 

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: f5712a5caf13078b6ba72ac834a11227-1024x538.jpg

“მთავარ არხთან” მიცემული ივანიშვილის მამხილებელი ინტერვიუს შემდეგ ეს მოსალოდნელი იყო და ამაზე ინტერვიუს მიმდინარეობისას ელდარ გოგოლაძემ თავადაც ისაუბრა., თუმცა პროკურატურარასაკვირველია უშუალოდ ამ ინტერვიუს გამო მას ვედაიბარებდა. მზადდება პოლიტიკური დევნა, რომელიც “ვუდროფის” საქმით შეინიღბება.

შეგახსენებთ, ამერიკელი დიპლომატი ვუდროფი 1993 წელს მოკლეს თბილისის შემოსასვლელში, საბედისწერო გასროლის დროს ელდარ გოგოლაძე იმავე მანქანაში იჯდა, რომელშიც მოკლული ფრედი ვუფროფი. გამოძიებამ მაშინ დაადგინა, რომ გარდაცვლილი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ამ საქმეზე დაკავებული იყო ანზორ შარმაიძე. რომლიც 12 წელზე მეტია საქმის განახლებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. შარმაიძე საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვის წინ გამოკითხა და როგორც ჩანს გამოძიების მიზანია ეს საქმე ელდარ გოგოლაძის წინააღმდეგ გამოიყენოს – სხვაგვარად 12 წლის მანძილზე შარმაიძის მიმართვების უპასუხოდ დატოვების შემდეგ პროკურატურის დაინტერესებას ელდარ გგოლაძის მამახილებელი ინტევიუს შემდეგ ვერ ახსნი.

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...