მთავარისიახლეებიპოლიტიკადეკანოიძე პროკურატურაზე: ოპოზიციის დაშინების, ხელების გადაგრეხვის პრინციპს უკავშირდება

დეკანოიძე პროკურატურაზე: ოპოზიციის დაშინების, ხელების გადაგრეხვის პრინციპს უკავშირდება

Published on

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ განცხადების შინაარსი, რომ თუ ნიკა მელია გირაოს 1 კვირაში არ გადაიხდის, უწყება  პატიმრობას მოითხოვს, პოლიტიკური დევნის გაგრძელება და ოპოზიციის დაშინების მცდელობაა.

“მსგავსი აბსურდული განცხადება იშვიათად მომისმენია ამ პრიკურატურიდანაც კი. რა თქმა უნდა ეს დაკავშირებულია რამდენიმე მიზეზთან, პირველი ეს არის ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება და დევნა პოლიტიკური [ოპოზიციური] პარტიის ლიდერების მიმართულებით გრძელდება და გარდა ამისა, გრძელდება ყველა იმ ადამიანის მიმართულებით, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ წინაღობას  ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის […] ესენი ფიქრობენ, რომ თუ პოლიტიკური დევნა განხორციელდება, ეს ადამიანები შეჩერება შეიძლება. ეს უკავშირდება, ჩემი გადმოსახედიდან, პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებას, ხელების გადაგრეხვის პრინციპს, რომ ვინმე პარლამენტში შევიდეს და ოპოზიცია დააშინონ”. – ამბობს ხატია დეკანოიძე.

გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 5 თებერვალს, განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ თუ ნიკა მელია გირაოს 1 კვირაში არ გადაიხდის, უწყება ენმ-ს ლიდერის პატიმრობას მოთხოვს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ განახლებულია თემურ ჯანაშიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებიც.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...