მთავარისიახლეებიპოლიტიკასახელმწიფომ 10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად გაანიავა, არადა ეს თანხა ისე უნდა...

სახელმწიფომ 10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად გაანიავა, არადა ეს თანხა ისე უნდა მოეხმარა, რომ ტოტალური ჩაკეტვა არ მომხდარიყო, ხალხის ჯანმრთელობაზეც გვეზრუნა და შიმშილითაც არ უნდა მოგვეკლა – გიორგი ბარამიძე

Published on

სახელმწიფოს 10 მილიარდი ლარი ისე უნდა მოეხმარა, რომ ასეთი ტოტალური ჩაკეტვა არ მომხდარიყო, ხალხის ჯანმრთელობაზეც გვეზრუნა და შიმშილითაც არ უნდა მოგვეკლა ხალხი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბარამიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

როგორც ბარამიძე განმარტავს, საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყანა არ შეიძლება მკაცრ შეზღუდვებს იყენებდეს.

„რა თქმა უნდა, ამ აქციის სოლიდარული ვარ და ამიტომ მოვედი აქ. აბსოლუტურად არანორმალური ვითარებაა, ჩაკეტვაზე ადვილი არაფერია, არ შეიძლება ჩვენნაირი ღარიბი და ღატაკი ქვეყანა ისე იქცეოდეს და უფრო მკაცრადაც, ვიდრე პანდემიური თვალსაზრისით ჩვენზე უფრო მძიმე მდგომარეობაში, ან ჩვენნაირად მყოფი, მაგრამ ჩვენზე ბევრად უფრო მდიდარი სახელმწიფოები იქცევიან, რომელთაც აქვთ რესურსი.

ამ ვითარებაში 10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად აიღეს, გაანიავეს, სკოლები ვერ მოამზადეს, რომ ბავშვებმა ისწავლონ და ისედაც ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ჩვენ ბავშვებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ. იცით, რომ ამ ნეგატიური კუთხით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ, 75 000 სტუდენტის მშობლებს უნარი არ აქვს, რომ გადასახადი გადაიხადოს, წარმოიდგინეთ, ამდენი ახალგაზრდა ვერ სწავლობს უმაღლესში. სახელმწიფოს ეს 10 მილიარდი ისე უნდა მოეხმარა, რომ ასეთი ტოტალური ჩაკეტვა არ მომხდარიყო, ხალხის ჯანმრთელობაზეც გვეზრუნა, მეცნიერების კარნახით და შიმშილითაც არ უნდა მოგვეკლა ხალხი. რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, ეს უბედურებაა. ამისთვის სჭირდება ქვეყანას მთავრობა და არა იმისთვის, რომ აიღოს და თავიდან ბოლომდე ჩაკეტოს. ტრანსპორტიც არ დადის, ტრანსპორტი ახლა ყველა ევროპულ ქვეყანაში დადის, სადაც შეზღუდვები არის. ტრანსპორტი რატომ არ უნდა დადიოდეს და ეს “კომენდანტის საათი” 21:00-დან 05:00 საათამდე რას ემსახურება?“, – განაცხადა ბარამიძემ.

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...