,,ჩვენც ველოდებით სწორედ ამ კითხვებზე პასუხს, სახელმწიფოს შემდგომ ნაბიჯებს ”- ადვოკატები საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით

0
415

საპატრიარქოს განცხადება „კარტოგრაფების საქმესთან” დაკავშირებით ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ შეაფასა, მისი თქმით, ის კითხვები რასაც ეკლესია სახელმწიფოს მიმართ სვამს ადვოკატებსაც აქვთ.

უფლებადამცველის გაცხადებით, აინტერესებთ 4-თვიანი გამოძიების ფარგლებში რა დასკვნამდე მივიდა საბოლოოდ გამოძიება და ხელისუფლება. “მე ვფიქრობ, რომ ის კითხვები რაც პროკურატურის მიმართ საპატრიარქოს მიერ და სახელმწიფოს შემდგომ ნაბიჯებში აბსოლუტურად ლეგიტიმურია და ჩვენ პირიქით, ჩვენც ველოდებით სწორედ ამ კითხვებზე პასუხს, სახელმწიფოს შემდგომ ნაბიჯებს. 

გმირად მოვნათლეთ ხიდაშელი, რა განახორციელეს ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის აღმოჩენის შემდეგ, თუ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ საკუთარი პოზიცია ჩამოყალიბებული, გაურკვეველია ან ბრალის წარგდენა როგორ განხორციელდა”, – თქვა ნესტან ლონდარიძემ. 

რა იგულისხმა ივერი მელაშვილმა, როცა თქვა, რომ გარეჯში ჩასული სასულიერო პირები და პოლიტიკოსები აკეთებენ “ურა პატრიოტულ” განცხადებებს, ეს მან ერთხელ უკვე განმარტა.

მისი თქმით, მაშინ როცა კომისია საზღვრის დადეგნის საკითხზე მუშაობს “გარეჯი საქართველოა” ფრაზის გამოყენება და შემდეგ ამ მიმართულებით სამართლებრივი ნაწილის დავიწყება არასწორია. “საპატრიარქომ გააკეთა განცხადება ის, რაც გააკეთა და უდიდესი პატივისცემა მის მიმართ, ჩემს განცხადებებში მე არ შევხებივარ არცერთ შემთხვევაში, უდიერად არ მომიხსენებია ზოგადად, ღმერთმა დამიფაროს, არც დედა ეკლესია არც საპატრიარქო, და მე უპირველეს ყოვლისა ვარ ქართველი, მართლმადიდებელი ვარ მთელი შეგრძნებით, მთელი გულით და სულით. 

მე ვილაშქრებ რისი წინააღმდეგ – პროცესი თვითონ რაც შეეხება საზღვრის დელიმიტაციას და მათ შორის დავით გარეჯის ქედს გადაღმა, არსებული კელიები და ბერთუბნის მონასტერი, პროცესი, ეს არის ძალიან წყნარად, სკურპულოზულად,  მიზანდასახულად სამუშაო პროცესი. ეს არცერთ შემთხვევაში, ამ პროცესში ხელს არ უწყობს და ხელს უშლის რაღაც ურაპატრიოტული და მსგავსი უპასუხისმგებლო, დაუსაბუთებელი განცხადებები. ეს არ ეპატიება არც იმ პოლიტიკოსებს, არც საზოგადოების სხვა მოღვაწეებს, ვინც დაუფიქრებლად და უპასუხისმგებლოდ, ურაპატრიოტული გრძნობით აკეთებენ ამ განცხადებებს მითუმეტეს არ ეპატიება ისეთ შემადგენელ ნაწილს, როგორიც არის ბერი, აი ამის მიმართ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი განცხადებები, ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს გალაშქრებას დედა ეკლესიის წინააღმდეგ”, – თქვა ივერი მელაშვილმა. 

10 თებერვალსაა ჩანიშნული სხდომა, სადაც მტკცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ შემდეგ კი სასამართლო პროცესები გაგრძელდება. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ციხეში დაბრუნება მოუწევთ.

წინა სტატიასაპატრიარქო „კარტოგრაფების საქმეს“ განცხადებითა და კითხვებით ეხმაურება
შემდეგი სტატია5 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური